ბერძენი არქიმადრიტის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი არ დაუმტკიცდა
ამობეჭდვა · 2017-11-02 19:18:41 · 99 ნახვა

საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.  

26 წლის ქართველ მამაკაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაში 448 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სასამართლოს დადგენილებით ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ 15 ევროს მიიღებს, რაც ჯამში 6 720 ევროა.



ავტორი: Mediamall.ge