ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-02 19:37:35 · 812 ნახვა

ზუგდიდი-თბისლისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. როგორც ცნობილია თამაზ ჟორჟოლიანი“მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება „ფორდ ტრანზიტში“ მყოფ სამ მგზავრს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.

 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 



ავტორი: Mediamall.ge