საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა
ამობეჭდვა · 2017-11-02 20:26:11 · 131 ნახვა

პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. 

„საქართველოს პროკურატურამ შეაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. მასზე საქართველომ წითელი ცირკულარით, ინტერპოლით ძებნა 2013 წელს გამოაცხადა. საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


 



ავტორი: Mediamall.ge