მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 9 საქმეა აღძრული
ამობეჭდვა · 2017-11-02 20:51:50 · 162 ნახვა

მეგის ქარდავას წინააღმდეგ სულ სისხლის სამართლის 9 საქმეა აღძრული, აქედან 7 ადამიანების წამებას ეხება. მას ბრალი მკვლელობებშიც ედება.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში გუშინ დააკავეს.

საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

ამას გარდა, ის ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმეებო.



ავტორი: Mediamall.ge