ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე კიდევ ერთი ავარია მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 2017-11-02 21:00:42 · 320 ნახვა

ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, ჭითაწყარის მონაკვეთთან დღეს უკვე მეორე ავარია მოხდა - ამჯერად მოპედის მძღოლი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ იგივე მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი  თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.



ავტორი: Mediamall.ge