აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ბინ ლადენის შვილის ქორწილის ვიდეო გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 2017-11-02 22:06:50 · 617 ნახვა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ალ-ქაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენის შვილის ქორწილის ვიდეო გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის შვილი ჰამზა, რომელიც ქორწილის სტუმრებს ესაუბრება. მანამდე მისი ვიდეო არასდროს გავრცელებულა.

1 ნოემბერს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული 470 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა.

 



ავტორი: Mediamall.ge