ანგელა მერკელი 2017 წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელეს
ამობეჭდვა · 2017-11-02 23:04:47 · 133 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, „ფორბსის“ რეიტინგით, წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელეს. მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მას მოსდევს მელინდა გეითსი, მილიარდერ ბილ გეითსის მეუღლე, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად 40 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა.

„ფორბსის“ პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კომპანია facebook - ის აღმასრულებელი დირექტორი შერილ სენდბერგი და General Motors - ის გენერალური დირექტორი მერი ბარრა.



ავტორი: Mediamall.ge