მარტვილში პედაგოგის დავალებით მე-10 კლასის მოსწავლე კლასელებმა სასტიკად სცემეს
ამობეჭდვა · 2017-11-02 23:20:48 · 6866 ნახვა

მარტვილში, კერძო სკოლა "სხივის" მე-10 კლასელი მოსწავლის ოჯახის წევრები, პედაგოგს მოზარდებს შორის ხელჩართულ ჩხუბის გამართვაში ადანაშაულებენ. მოსწავლის ბიძა, ამბობს, რომ მასწავლებლის დავალებით, 15 წლის ბიჭი თანაკლასელებმა სცემეს.

"მასწავლებელმა გურამ კაშიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გამოხატვის თავისუფლება ჰქონდა, რაც ჩემს ძმიშვილს არ მოეწონა და სახლში მისულმა ლგბტ თემის მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა. მეორე დღეს კი, ამ პოსტის გამო, მასწავლებლის დავალებით ჩემი ძმიშვილს ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს“, - აცხადებს მოზარდის ბიძა.

მასწავლებელი ნიკოლოზ წულაია მოზარდებს შორის კონფლიქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს რომ ეს მისი დავალებით არ მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს.

მომხდარზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



ავტორი: Mediamall.ge