ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
ამობეჭდვა · 2017-11-02 23:39:53 · 219 ნახვა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლების შემდეგ აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე, ბუნებრივია, გვაქვს მსჯელობა და მისაუბრია მასთან - ის აპირებს თუ არა... დიახ, ის აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აქტიურად. ამასთან დაკავშირებით, იგი როდესაც გათავისუფლდება, თავად გააკეთებს განცხადებებს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.



ავტორი: Mediamall.ge