ბარსელონაში კარლეს პუჩდემონის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-11-03 00:13:03 · 189 ნახვა

ბარსელონაში კატალონიის მთავრობის სასახლესთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები რეგიონის დამოუკიდებლობას ითხოვენ და ლოზუნგით "პუჩდემონი ჩვენ პრეზიდენტია" სკანდირებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პუჩდემონის და კიდევ 2 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე სასამართლომ ორდერი გასცა. ამასთან, ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი დააკავა.

 



ავტორი: Mediamall.ge