საბურთალოზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 2017-11-03 00:28:23 · 938 ნახვა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტაშკენტისა და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლიოს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 



ავტორი: Mediamall.ge