რას გვირჩევენ ვარსკვლავები ნოემბერში
ამობეჭდვა · 2017-11-03 00:32:14 · 992 ნახვა

ვნახოთ, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ნოემბერში, რას უმზადებს მათ ფორტუნა და რას ჰპირდებიან ვარსკვლავები.

ვერძი

ვერძებს შემოდგომის ჰოროსკოპი მთლიანობაში დაძაბულ ცხოვრებას ჰპირდება, მაგრამ თუ ვერძი მშვიდად მიიღებს ამას, პრობლემები საგრძნობლად შემცირდება და სიმწვავეს დაკარგავს.

ნოემბერში ვერძმა არა მარტო უნდა იმუშაოს, არამედ უნდა ისწავლოს კიდეც, განსაკუთრებით თუ რაიმე ახალი პროფესიის ათვისება სურს. ფინანსური ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელი არაა კრედიტის აღება, შეუძლიათ შეძლებულ მეგობრებს მიმართონ – ისინი უარს არ ეტყვიან. პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება ვერძების მომხიბლაობა და თავდაჯერებულობა. თუ ვერძი ბიზნესში კონკურენტების თავის მხარეზე „გადმობირებას" შეძლებს, ნოემბრის ბოლოსთვის მისი კაპიტალი გაიზრდება. ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან, რათა ოსტეოქონდროზი არ გაგიმწვავდეთ. მოერიდეთ ნერვულ შეტევებს.

 

კურო

კუროებს ჰოროსკოპი შემოდგომაზე ურჩევს, არ აჰყვნენ ფინანსური მაქინაციების ცდუნებას. თუ ფინანსურ საკითხებში შეცდომებს დაუშვებს, მთელი შმოდგომის განმავლობაში პრობლემებს ვერ აუვა. ემოციები უნდა გაკონტროლდეს და გონება ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დომინირებდეს.

ნოემბერში კურო არცერთი წუთით მარტო არ დარჩება, გვერდით ეყოლება ერთგული მეგობრები და საიმედო პარტნიორები. თუ ავანტიურაში არ ჩაერთვებიან, ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. ჰოროსკოპი კუროს არ ურჩევს რაიმე ახალი საქმის წამოწყებას. პირად ცხოვრებაში იდეალიზირებულს ნუ გახდით პარტნიორს, ეს მხოლოდ უკმაყოფილებებსა და გაუცხოებას მოიტანს, იყავით თავშეკავებული. კურომ კარგად იცის თავისი ჯანმრთელობის სუსტი წერტილები, ამიტომ მკურნალობასა და პროფილაქტიკურ ზომებზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

ტყუპი

ტყუპებს ჰოროსკოპი ამ შემოდგომაზე ურჩევს, იყვნენ დისციპლინირებული და ზუსტად შეასრულონ მნიშვნელოვანი ამოცანები. თუ არაპროფესიულად მოიქცევიან, თავადვე აგებენ პასუხს საკუთარ საქციელზე. შემოდგომა ტყუპებს ჰპირდება პირად ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებს და რეალიზებას შემოქმედებითი კუთხით.

 

ნოემბერი ტყუპებისთვის საქმიანი და პირადი საკითხებით „დახუნძლული" თვე იქნება; მათ მეგობრებისა და ნათესავების მონახულების დროც კი არ დარჩებათ. ფინანსური მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ იქნება, ამიტომ უმჯობესია, ფული ყველაზე აუცილებლისთვის დაზოგოთ. ჰოროსკოპი ტყუპებს ურჩევს, ჩაიძირონ არა მხოლოდ საქმიან ატმოსფეროში, არამედ სულიერ განვითარებაზეც იზრუნონ. ჯანმრთელობის მხრივ ტყუპები უნდა გაუფრთხილდნენ თირკმელებსა და ენდოკრინოლოგიურ სისტემას.

კირჩხიბი

კირჩხიბს შემოდგომაზე საინტერესო ნაცნობობა ელოდება და ამაზე იქნება დამოკიდებული მისი როგორც კარიერა, ისე პირადი ცხოვრება.

ნოემბერი კირჩხიბებისთვის გადარბენისა და დინამიკურობის თვე იქნება. შესაძლოა, უფრო შემოსავლიანი ახალი სამსახურის ძებნაც მოუწიოთ. ნოემბრის დასაწყისში კირჩხიბი ფინანსურ სიძნელეებს გადალახავს, თუ ვალში არ ჩავარდება. უკიდურეს შემთხვევაში დახმარებისთვის ნათესავებს უნდა მიმართონ. თუ საკუთარ თავს მიხედავენ, ჯანმრთელობის პრობლემებსაც აიცილებენ თავიდან. უნდა მიიღონ მეტი ციტრუსი, ზღვის პროდუქტები და ხილი, რაც მათ ძალების აღდგენაში დაეხმარება.

ლომი

შემოდგომის ჰოროსკოპი ლომს ამინდის მსგავსად, პირქუშ განწყობას ჰპირდება. მან ახლა მშვიდად უნდა მიიღოს ის, რასაც შეეჯახება.

 

ნოემბერი ლომებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალ და ნათელ პერსპექტივებს გაუხსნის. ამ თვეში მეორე ნახევრის პოვნის დიდი ალბათობაა. თავისუფლად შეუძლიათ მომავლის გეგმების დაწყობა, მაგრამ კონფლიქტს უნდა მოერიდონ კოლეგებთან. ლომებმა უნდა იფრთხილონ მდინარეებსა და ტყეში, რათა უბედური შემთხვევა აირიდონ თავიდან.

ქალწული

შემოდგომის ჰოროსკოპი ქალწულს უფროსებთან ურთიერთობებში თავშეკავებას ურჩევს; სამაგიეროდ, ფინანსური თვალსაზრისით ეს პერიოდი ძალიან კარგია.

ნოემბერში ქალწული უნდა დაკავდეს იმ საქმით, რაც მას შემოსავალს მოუტანს და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. მცირე საქმეები მათ გვერდზე უნდა გაწიონ. ყურადღება უნდა მიაქციონ გამოცდილი კოლეგების რჩევებს და ავტორიტეტს განიმტკიცებენ. ფინანსური მხარე ამ თვეში სტაბილური იქნება. ჰოროსკოპი ქალწულებს უცხოეთში გამგზავრებას არ ურჩევს. ფიზიკური დატვირთვა მათ უნდა შეამცირონ, თუმცა მსუბუქ ვარჯიშზე უარი არ უნდა თქვან.

სასწორი

სასწორებს შემოდგომაზე ჰოროსკოპი ნაკლებ ლაპარაკსა და მეტ საქმეს ურჩევს. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პერიოდის საქციელი მათ მომავალზე აისახება.

ნოემბერში სასწორები ახლობელი ადამიანების მიმართ ფრიად ეგოისტური გახდებიან. ბუნებრივია, ამასთან გარკვეული ვითარებები მიიყვანს — კამათი და ჩხუბი. სასწორები უნდა შეეცადონ, კონფლიქტს თავი აარიდონ თუნდაც სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმა შეიძლება უფროსამდე მივიდეს. ფულთან დაკავშირებით ნოემბერში მათ შესანიშნავი მდგომარეობა ექნებათ. ჯანმრთელობას რაც შეეხება — სასწორები ზედმეტ დატვირთვას უნდა მოერიდონ, რამაც შეიძლება მათ ორგანიზმში დისბალანსი გამოიწვიოს.

მორიელი

მორიელებს ჰოროსკოპი ურჩევს, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ, თან ცხოვრების ყველა სფეროში. რაც უფრო საქმიანი იქნებიან, მით უფრო სწრაფად მიიღებენ სასურველს. ფინანსებთან დაკავშირებით მათ ურჩევნიათ, ექსპერიმენტებს მოერიდონ, თუ არ უნდათ ცარიელი ქისა შერჩეთ ხელში.

ნოემბერი მორიელებისთვის რთული თვე იქნება, მათ მოუწევთ ძალების გადანაწილება სამსახურს, ოჯახსა და სახლს შორის. ისინი უნდა შეეცადონ, ყველაფერი მკაფიოდ დაგეგმონ, რომ პრეტენზიების ნიაღვარი არ წამოვიდეს უფროსისა ან ნათესავებისგან. ჰოროსკოპი მორიელებს უამრავ ინტელექტუალურ სამუშაოსა და ამისთვის კარგ პრემიას ჰპირდება. ნოემბერში დიდია მოწამვლის ალბათობა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ამ შემოდგომაზე ჰოროსკოპი ურჩევს, საქმეს გულმოდგინედ მოჰკიდოს ხელი და ნათესავების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოს. მართალია, თანხის თვალსაზრისით ისინი ვარსკვლავებს არ შეეპოტინებიან, მაგრამ არც მთლად უსახსროდ იქნებიან. შემოდგომა მშვილდოსნებს პირად ცხოვრებაში რომანტიკულ ტონებს ჰპირდება.

ნოემბერში მშვილდოსანმა უნდა დაივიწყოს თავისი აქტიურობა, შეჩერდეს და უფრო ყურადღებიანი გახდეს. ეს ეხება როგორც სამუშაო სფეროს, ისე სიყვარულს, ფინანსებსა და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებს. მშვილდოსანს საქმიანი მივლინება ელოდება ნოემბრის ბოლოს და სწორედ მაშინ გამოადგება მას კომუნიკაბელობა. ჰოროსკოპი მას არ ურჩევს წარსული შეცდომების გამეორებას. თუ ამინდი შესაძლებლობას მოგცემთ, დაისვენეთ ბუნებაში, აკონტროლეთ საკუთარი განწყობა მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობისას. მშვილდოსანს ურჩევნია, ჯანმრთელობის მხრივ, პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოს.

თხის რქა

შემოდგომის ჰოროსკოპი თხის რქას, პირველ რიგში, იმუნიტეტის გამტკიცებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო კლინიკებში უფრო ხშირად მოუწევთ ყოფნა, ვიდრე სამსახურში. ფინანსური მდგომარეობა სწრაფად მოგვარდება, თუ მათ ძველ ვალებს დაუბრუნებენ. გარიგებებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისგან მათ თავი უნდა შეიკავონ.

ნოემბერში თხის რქებისთვის მორცხვობა არ ღირს, მათ თამამად უნდა წარმოადგინონ საკუთარი უნარები. ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება მათ სისხლში აქვთ, მაგრამ ამ თვეში ცოტა უნდა მოდუნდნენ და მრავალ რამეს იუმორით შეხედონ. შესაძლებელია შორეული მივლინებაც, პრემია და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა. ჰოროსკოპი თხის რქებს ურჩევს, ყურადღებით შეავსონ დოკუმენტები და გადაწყვიტონ მემკვიდრეობის საკითხები. ნებისმიერი პატარა შეცდომა შეიძლება ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდეს. ამ შემოდგომაზე თხის რქას თავის ტკივილები შეაწუხებს.

 

მერწყული

ჰოროსკოპი მერწყულებს ამ შემოდგომაზე დიდი თანხას ჰპირდება — ან ლატარიაში მოიგებენ, ან დიდ ვალს დაუბრუნებენ.

ნოემბერში მერწყულს გაწეული მუშაობისთვის აღიარება და დაჯილდოება მოუნდება. სამუშაო თავზე საყრელი ექნება, ხოლო სასწრაფოდ გასაკეთებელი — კიდევ უფრო მეტი. ნოემბრის ჰოროსკოპი მერწყულებს ურჩევს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ მათთან ერთად, ვისი ბიზნეს-გუნდში ჩართვაც სურს. ასევე უნდა მიხედონ შეცდომებს დოკუმენტებში. გაუჩნდებათ უცხოეთში წასვლისა და ასევე იქ მუშაობის შანსი. მათი ჯანმრთელობა მტკიცე იქნება, მაგრამ სულიერი მდგომარეობა — არცთუ სახარბიელო. მიირთვით შოკოლადი და ხშირად გაიღიმეთ!

თევზები

თევზებს ჰოროსკოპი წარმატებებს ჰპირდება პროფესიულ და ფინანსურ საქმეებში. მათ არ მოუწევთ ხელმომჭირნეობა. ასევე, 2017 წლის შემოდგომა იდეალური პერიოდია თევზებისთვის, რომლებიც ოჯახის შექმნაზე ოცნებობენ.

თევზებისთვის ნოემბერი საპასუხისმგებლო და პროდუქტიული თვე იქნება. თუ სამუშაოს აქტიურად შეასრულებენ, ყველა დაგეგმილ საქმეს მოამთავრებენ. ფინანსებს რაც შეეხება, სჯობს, თანხა მხოლოდ აუცილებელზე დახარჯონ. ჰოროსკოპი თევზებს ურჩევს, რამდენიმე თვით გადადონ შვებულება და შორეული მოგზაურობა. თევზები ამ თვეში ნათესავებსა და ახლობლებს დასჭირდებათ მორალური მხარდაჭერისთვის. თევზებმა უნდა იფრთხილონ გზებზე — შესაძლებელია ტრავმები. შესაძლოა, თავი შეახსენოს კუჭის ქრონიკულმა დაავადებებმა. მათ უნდა იზრუნონ სწორ კვებაზე.

 



ავტორი: Mediamall.ge