ყველაზე ერთგული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამობეჭდვა · 2017-11-03 00:46:49 · 910 ნახვა

იქნება თუ არა ერთგული თქვენი რჩეული მამაკაცი, არავინ იცის, გარდა ასტროლოგებისა – ისინი დარწმუნებული არიან, რომ ერთგული მამაკაცის განსაზღვრა ზოდიაქოს ნიშნით თავისუფლად შეიძლება.

ასტროლოგები გამოყოფენ ოთხ ყველაზე სანდო ნიშანს. მაშ ასე, მეოთხე ადგილი ერგო:

მორიელს – არ გაგიკვირდეთ, რადგან მორიელებს უზარმაზარი სექსუალური მადა აქვთ, მაგრამ ქორწინების შემდეგ ისინი აზრს ვერ ხედავენ, უღალატონ მეორე ნახევარს, რადგან მათთვის ნდობა ძალზე მნიშვნელოვანია. აქვე უნდა ითქვას – სანამ მორიელის ინტიმური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მის პარტნიორს სანერვიულო არაფერი აქვს.

მესამე ადგილი დაიკავა ქალწულმა – ისინი ძალიან დიდი მონდომებით არჩევენ მეორე ნახევარს, არ ახასიათებთ შემხვევითი კავშირები და ადიულტერები. განშორების შემდეგაც კი ახალი რომანის გაჩაღებაზე არ ფიქრობენ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეორე ადგილზეა ლომი – მიუხედავად ცეცხლოვანი ტემპერამენტისა, სწორედ ისინი გამოირჩევიან მონოგამიით. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი შეიძლება დიდხანს ეძებდეს ცხოვრების მეგზურს, მაგრამ ქალს, რომელიც მისი რჩეული გახდება, ის ნამდვილად არ უღალატებს.

პირველი ადგილი კი ერგო… თხის რქას – პრაგმატულ ნიშანს. მას რთული ხასიათი აქვს, მიდრეკილია გულდახურულობისკენ და ოჯახში ნებისმიერი სირთულის დროს თავით ეშვება მუშაობაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები, უბრალოდ, ვერ ხედავენ აზრს წამიერ გატაცებებში. პარტნიორის შერჩევას ძალზე პასუხისმგებლობით ეკიდებიან და თან თავის არჩევანს ფრიად აფასებენ, რომ გვერდზე საიდუმლო რომანი გააბან.

საკვირველია, მაგრამ ამ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ზოდიაქოს ე.წ. სახლის მოყვარული ნიშნები, როგორებიცაა კურო და კირჩხიბი. კურო მამაკაცი, ზოგადად, ინტრიგებს არ ეტანება, მაგრამ ქალი თუ ძალიან „მიეტანა", უარს არ ეტყვის. ჩუმი კირჩხიბები არცთუ იშვიათად ხვდებიან საყვარლების მკლავებში. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი ეძებს იმ ემოციებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებაში არ ჰყოფნის.

 



ავტორი: Mediamall.ge