მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ამობეჭდვა · 2017-11-03 08:37:56 · 129 ნახვა

ნიო-იორკში, მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს მამაკაცი სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა, შემდეგ კი მათ ცეცხლი გაუხსნა. ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს. იგი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქე, საიფულო საიპოვი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკაში 2010 წელს, Green Card-ის გათამაშების პროგრამით ჩავიდა.



ავტორი: Mediamall.ge