სპეცოპერაცია თბილისში - ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა
ამობეჭდვა · 2017-11-03 09:04:06 · 532 ნახვა

გვიან ღამით, თბილისის შემოსასვლელში კრიმინალურმა პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელსაც მანქანით იარაღი გადაჰქონდა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა გადაჭრილი თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები და დანა ამოიღეს.

აღმაშენებლის ხეივანში გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დაკავებული მამაკაცი სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 



ავტორი: Mediamall.ge