დონალდ ტრამპი, შესაძლოა, პუტინს შეხვდეს
ამობეჭდვა · 2017-11-03 09:12:37 · 150 ნახვა

აშშ-​ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია Fox-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ რომ ის შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის, სირიის საკითხთან დაკავშირებით დაგვეხმაროს. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე",- განაცხადა აშშ-​ის პრეზიდენტმა.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამში 6 ნოემბერს დაიწყება.



ავტორი: Mediamall.ge