Twitter-ის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის გვერდი შემთხვევით გააუქმა
ამობეჭდვა · 2017-11-03 09:33:03 · 223 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდი, Twitter-ის თანამშრომელმა შემთხვევით გააუქმა და პრეზიდენტი 11 წუთის განმავლობაში Twitter-ის გარეშე დარჩა. 

მათ, ვისაც ამ პერიოდში დონალდ ტრამპის განცხადებების ნახვა სურდა, შეტყობინება ხვდებოდათ, რომ პრეზიდენტის გვერდი არ არსებობს.  

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი Twitter-ის ქსელს ოპონენტების კრიტიკისა და საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად აქტიურად იყენებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს 41 მილიონი მიმდევარი ჰყავს. 



ავტორი: Mediamall.ge