შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ამობეჭდვა · 2017-11-03 11:15:00 · 155 ნახვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).



ავტორი: MediaMall.ge