ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზს ასახელებს
ამობეჭდვა · 2017-11-03 14:22:00 · 336 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ლარის კურსის გაუფასურებაზე ისაუბრა. 

“ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს. რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა.

სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება, შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე.

სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია",-განაცხადა ფინანსთან მინისტრმა. 

როგორც ცნობილია, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 



ავტორი: MediaMall.ge