ფინანსთა მინისტრმა პენსიების მომატება დააანონსა
ამობეჭდვა · 2017-11-03 14:29:00 · 1457 ნახვა

საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში საპენსიო რეფორმის თაობაზე კანონპროექტი შევა.

"ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა ვიდრე ინდექზაციის ჩანაწერს განვიხილავთ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექზაციის მეთოდით პენსია გაიზრდება. 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება ისევე, როგორც  2020 წელს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ავტორი: MediaMall.ge