“პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
ამობეჭდვა · 2017-11-03 17:31:00 · 475 ნახვა

უკრაინაში, ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი სერგეი სამარსკი მოკლეს. РИА Новости-ს ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა ყაჩაღობის დროს მოხდა. 

პოლიციაში კი, მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ძირითადი დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

"ამასთან, არ არის გამორიცხული ძარცვის მიზნით თავდასხმა, ასევე სამარსკის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული ვერსიები" - აცხადებენ სამართალდამცველ სტრუქტურაში. მიმდინარეობს გამოზიება. 



ავტორი: MediaMall.ge