პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს
ამობეჭდვა · 2017-11-03 19:23:55 · 363 ნახვა

პროკურატურამ, ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე  უარი უთხრა.

თუ რა იყო ამის მოტივი, ამასთან დაკავშირებით "პირველ რადიოსთან" კომენტარი პავლიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა,  "საიას" იურისტმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.

"პროკურატურის პოზიციაა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამავდროულად არ არის გამოკვეთილი ბრალდებული პირი, რომელიც ამ საქმეზე შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს, ამიტომ არ ეტაპზე არ მიიჩნია, რომ ეცნოთ დაზარალებულად. შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენ დაველოდებით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე ჩვენც წარვადგენთ ინფორმაციას და მერე კიდევ ერთხელ მივმართავთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე, მაგრამ ამოსავალი მაინ არის ექსპერტიზის დასკვნები", - განაცხადა იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.



ავტორი: Mediamall.ge