“უკრაინაში დაკავებული პირი შეიძლება საერთოდაც არაა მეგის ქარდავა“ - უკრაინელი ადვოკატი
ამობეჭდვა · 2017-11-03 20:09:51 · 1584 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის ექსტრადირება ამ ეტაპზე არათუ იგეგმება, არამედ უკრაინელ სამართალდამცველებს ისიც არ აქვთ დადგნილი არის თუ არა დაკავებული პირი ნამდვილად მეგის ქარდავა.

“ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ თავშესაფარზე არ გვისაუბრია, მისი დაკავევბის ორი ვერსიაა: ჩატარდა ჩხრეკა ბინაში ან დააკავეს სხვა ადგილას. ტყულია ,რომ მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა, მას საერთოდ არ ჰქონდა დოკუმენტი და შეიძლება საერთოდაც არაა მეგის ქარდავა,“- აცხადებს ადვოკატი მიხეილ ლოტიცკი.

 


 



ავტორი: Mediamall.ge