ინფლაცია და გაზრდილი ფასები - საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს
ამობეჭდვა · 2017-11-03 20:35:58 · 214 ნახვა

საქართველოში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მიზნობრივი ინფლაციის დონე 3.5 %-ით არის განსაზღვრული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ის 4 % იყო, თუმცა საქ-სტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ უკვე 6.4 % შეადგინა.

ბიუჯეტისთვის ეს პოზიტიური დინამიკაა, თუმცა უარყოფითად აისახება მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის ნაწილზე, ასევე მედიკამენტებზე და სატრანსპორტო ჯგუფზე. 

 



ავტორი: Mediamall.ge