ზაზა ფაჩულიას გვარის გამოცხადებას სან-ანტონიოში უარყოფითი შეძახილებით შეხვდნენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-03 20:41:49 · 769 ნახვა

ქართველ კალათბურთელს ზაზა ფაჩულიას სან-ანტონიოში ხმაურით შეხვდნენ - ადგილობრივი „სფურსისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩის დაწყებამდე, ქართველი სპორტსმენის გვარის გამოცხადებას ქომაგების უარყოფითი ოვაციები მოჰყვა.

ფაჩულიას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი წინა სეზონის პლეი ოფში ზაზასთან ორთაბრძოლისას კავაი ლეონარდის ტრავმა გახდა.

ფაჩულია აცხადებს, რომ მისთვის სულერთია უარყოფითი შეძახილები.

"ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სპეციალურად წავაქციე ლეონარდი", - აცხადებს ქართველი სპორტსმენი.

 



ავტორი: Mediamall.ge