29 წლის მასწავლებელი 9 წლის მოსწავლეზე ძალადობდა
ამობეჭდვა · 2017-11-03 21:15:10 · 697 ნახვა

საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის კერძო მასწავლებელი არასრულწლოვანზე ძალადობის და სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი 9 წლის ბიჭის სახლში მიდიოდა, რათა მისთვის გაკვეთილები ჩაეტარებინა. ხოლო მთელი ამ დროის მანძილზე მის მიმართ უხამს ქმედებებს ახორციელებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი მხოლოდ 9 წლის იყო, მან ვერ შეძლო მშობლებისთვის დროულად გაემხილა, თუ რა ხდებოდა გაკვეთილზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ათენში მცირეწლოვანი ბავშვის სექსუალური შევიწროვების მეორე სერიოზული შემთხვევაა ბოლო პერიოდის მანძილზე. პირველი იყო 60 წლის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ჩრდილოეთ ატიკაში აგვისტოს თვეში დააპატიმრეს. მას გაცილებით მეტი მსხვერპლი ჰყავდა.



ავტორი: Mediamall.ge