„ერთი ის ვიცი, რომ უკარგესი შვილი მომიკვდა" - პაატა პავლიაშვილის დედა
ამობეჭდვა · 2017-11-03 22:16:21 · 3296 ნახვა

ნუცუბიძის ფერდობზე საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დედია ლია ტუხაშვილია თქმით,  მისი შვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. 

"შევესწარი იმას, რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. პროზექტურაში გადასვენებაც არ მინდოდა იმიტომ, რომ მე შვილი გარდამეცვალა და ათასნაირი ჭორი შეიძლებოდა გამეგო, რა მოხდა არ მაინტერესებს, ვერავის ცოდვას ვერ ავიღებ კისერზე, ერთი ის ვიცი, რომ უკარგესი შვილი მომიკვდა", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის მოწმე, ნოდარ შანიძე პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყაცხადებდა, რომ პაატა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა.



ავტორი: Mediamall.ge