დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოადგინა
ამობეჭდვა · 2017-11-03 22:57:36 · 80 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოადგინა.  მინისტრმა პარლამენტს  ასევე გააცნო ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის  და  ინფორმაცია „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

მან საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ქვეყანაში განხორციელებული ფისკალური რეფორმების მიმოხილვისას განაცხადა, რომ „ამ რეფორმებმა დააჩქარა ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობასსაშუალება მისცა  2017 წლის  რეალური  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა“.

მომხსენებელმა დეტალურად ახსნა თუ როგორ გამოიანგარიშება აღნიშნული მაჩვენებლები. მინისტრისგანცხადებით 2018 წლის ბიუჯეტიმთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება,  სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდაუზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მან სექტორების მიხედვით განიხილა  საბიუჯეტო პარამეტრები.

მომხსენებელმა ფინანსური და არაფინანსური აქტივების მაჩვენებლებსა და საშინაო და საგარეო ვალის მომსახურებაზე მიმართულ ფინანსუროდენობებზეც ისაუბრა. მიმოიხილა სამინისტროებისა და ს ხვადასხვა უწყებების დაფინანსების საკითხები.

ასევე, დეტალურად ისაუბრა სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების თაობაზე. მისი თქმით,მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში,

„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  მამოძრავებელ  ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს  მიერ განხორციელებული ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე“, - განაცხადა  დიმიტრი  ქუმსიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ლარიზაციის რეფორმაზე, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი  რეფორმაა.

„ბოლო დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა.  მოქალაქეებს  უნდა ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის  თუნდაც მოკლევადიანი  რყევების გამო ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება შეიძლება გაგრძელდესმანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე.  სწორედ ესაა ამ პრობლემის  მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან  ერთად შეიმუშავა  ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე  დამოკიდებულების   შემცირებას, რათა მოიხსნას  აღნიშნული პრობლემა და შოკის  მიმართ  გამძლეობა  გაიზარდოს.“

მინისტრის შეფასებით, უწყებებისა და პროგრამების დაფინანსება სრულად შეესაბამება 2017 წელს  საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ საშუალოვადიან  სამოქმედო გეგმას და  მიკროფისკალურ  ჩარჩოს, მისი განმარტებით, აღნიშნულს ასევე ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი,  რომელმაც დადებითად შეაფასა 2017 წლის ხელმოწერილი პროგრამის მიმდინარეობა და 2018 წლის ფისკალური პარამეტრების პროგნოზი. საქართველოს ფინანსთა მმინისტრმა განაცხადა, რომ 2019 და  2020 წლებში 20 - 20 ლარით გაიზრდება პენსიები.

„ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი, შესაბამისად ჩვენ  გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ კანონში იქნება  საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის  ჩანაწერი,  თუმცა სანამ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 და 2020  წელს ინდექსაციის მეთოდით 20 ლარით 2019 და 20 ლარით 2020 წელს გაიზრდება პენსიები“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

თავისი გამოსვლის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს  პარლამენტს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ის საქართველოს მთავრობის მიმართ იჩენს,

„ფისკალური პროგრამები და ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, პარლამენტის და საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე, სტრუქტურული რეფორმების გარეშე ვერ მიაღწევს იმ შედეგს,  რა შედეგიც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ“. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის გამოსვლის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის  რეჟიმში  გაგრძელდა.

დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა ლარიზაციის პროგრამას და ლარის კურსის  ცვლილებას, აქციზზე ფასის ზრდის საკითხს, საგარეო  საქმეთა სამინისტროსა  და დიასპორების  დაფინანსების თემას, ასევე შემწეობების გაცემის საკითხს, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისა  და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობის პროგრამებს, კულტურის სფეროს

...



ავტორი: Mediamall.ge