„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკმა ქართველ მსმენელს მიმართა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-04 00:59:41 · 447 ნახვა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ისლანდიელი მომღერლის ბიორკის კონცერტი დასრულდა.

კონცერტის დასასრულს ბიორკმა მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.

„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო“, - განაცხადა მომღერალმა.



ავტორი: Mediamall.ge