უნალექო ამინდი საქართველოში 6 ნოემბრამდე შენარჩუნდება
ამობეჭდვა · 2017-11-04 01:09:03 · 298 ნახვა

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

4-5-6 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 18-დან 23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 13-დან 18 გრადუსამდე. საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გამორიცხული არ არის, იყოს -3 გრადუსი.

თბილისში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 ნოემბერს მოიმატებს. 4 ნოემბერს კი 18 გრადუსი დაფიქსირდება.



ავტორი: Mediamall.ge