როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები საყვარელ ადამიანთან განშორებას
ამობეჭდვა · 2017-11-04 08:48:44 · 330 ნახვა

განშორება მტკივნეულია და თითოეული ამასთან გამკლავებას სხვადასხვაგვარად ცდილობს. ნახეთ, როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი განშორების სირთულეებზე.

ვერძი (21 მარტი — 19 აპრილი)

თქვენი დევიზია "თვალი თვალს რომ მოსცილდება, გული გადასხვაფერდებაო". ცდილობთ, რაც შეიძლება მეტად დატვირთოთ თავი მუშაობით ან შეხვედრებით, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ.

კურო (20 აპრილი — 21 მაისი)

გრძნობებს საკუთარ თავში მალავთ. რომ გტკიოდეთ კიდეც, ამას გარესამყაროს არ გაუმხელთ და თავს ისე დაიჭერთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მაგრამ შინაგანად ძალიან უბედური ხართ.

ტყუპი (22 მაისი — 21 ივნისი)

მერყეობთ. ხანდახან ისე მოქმედებთ, თითქოს არაფერი საშინელი არ მომხდარა და მარტო ყოფნა ჯობს. ხანდახან კი ბრაზობთ და ამბობთ, რომ თქვენი ყოფილი ინანებს, გული რომ გაგიტეხათ.

კირჩხიბი (22 ივნისი — 22 ივლისი)

საოცრად მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ურთიერთობების შეწყვეტა თქვენზე ღრმა გავლენას ახდენს. ნუგეშს მეგობრებში ეძებთ და ბევრ მელანქოლიურ მუსიკას უსმენთ.

ლომი (23 ივლისი — 22 აგვისტო)

განშორება ორმაგად განაღვლიანებთ, რადგან ვერ იტანთ, როდესაც თქვენ სიამაყეს ეხებიან. გაღიზიანების მოსახსნელად ინტიმური ურთიერთობების ძებნას თქვენ ყოფილზე უფრო მეტად სექსუალურ ვინმესთან დაიწყებთ.

ქალწული (23 აგვისტო — 22 სექტემბერი)

თქვენ ძალზე კრიტიკული ხართ და ამიტომ პარტნიორის საქციელით იმედგაცრუებული რჩებით. თქვენთვის განშორება ღალატის ტოლფასია.

სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)

ბალანსის ოსტატი ბრძანდებით, ამიტომ ცდილობთ, მალე შეიხორცოთ ჭრილობა — გამოიტიროთ, მედიტაციით ან კიდევ სხვა რამით დაკავდეთ.

მორიელი (23 ოქტომბერი — 22 ნოემბერი)

თქვენ გულს არავინ გიტეხთ. ეს თქვენ უტეხთ სხვებს გულებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი — 21 დეკემბერი)

ცოტა მოიწყენთ, მაგრამ მალე გამოხვალთ მდგომარეობიდან. თქვენ სიამოვნებას იღებთ საკუთარი დამოუკიდებლობისგან და იცით, რომ ზღვაში ბევრი თევზია.

თხის რქა (22 დეკემბერი — 20 იანვარი)

რაღაც დროის განმავლობაში მწყობრიდან გამოხვალთ, მაგრამ განსაკუთრებული დრამის გარეშე. იმედგაცრუების უფლებას თავს ცოტა ხნით აძლევთ, შემდეგ კი კვლავ წინ მიიწევთ.

მერწყული (21 იანვარი — 18 თებერვალი)

თქვენი სული ამოუცნობია. როგორც წესი, პარტნიორს ძალიან არ ეჩვევით, ამიტომ განშორებას იშვიათად მოაქვს თქვენთვის დიდი დარდი და მწუხარება.

თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

ბევრ ლექსს წერთ.


 



ავტორი: Mediamall.ge