ჯონ კენედის მკვლელობის კიდევ 700-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა
ამობეჭდვა · 2017-11-04 09:20:58 · 197 ნახვა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე კიდევ 700-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა.

გასაჯაროებული დოკუმენტების დიდი ნაწილი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, პენტაგონის, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის კონგრესის არქივებიდანაა. მათ შორის არის მასალა, რომელიც ლი ჰარვი ოსვალდის მექსიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოსთან კავშირზე მიუთითებს. 

დონალდ ტრამპის განკარგულებით პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დაახლოებით 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. 2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული.

მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.



ავტორი: Mediamall.ge