"მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან" - წერილი, რომელიც ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახმა მიიღო
ამობეჭდვა · 2017-11-04 09:28:23 · 871 ნახვა

მედიაში გავრცელდა წერილი, რომელსაც თაღლითობის ბრალდებით დაკავებულები 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთვნების დროს გაუჩინარებული სამხედროს გიორგი ნანეტაშვილის სახელით მის ოჯახს უგზავნიდნენ. წერილის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

„სალამი ყველას! კარგად ვხვდები ჩემს გამო რაც გადაგხდათ. ვიმყოფები თურქეთის ძაან მიყრუებულ ადგილას. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ერთი სიტყვა არავის არ უთხრათ ჩემს შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის მანძილზე 80 000 $ იძლევიან, საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით მედგა გვერდზე, მას ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვილი 39 000 $ მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების და ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი რა ვქნა. 7დღეში როგორც გინდა იშოვნე და ჩარიცხე ისე, რომ ხმა არ ამოიღო არასდროსო. ამ კაცმაც რა ქნას. მართლა, გთხოვ იქნებ 1 წლით მისესხო და 80 000 რომ ავიღებ, სულ ყველას, 5 000 გარდა თქვენ მოგცემთ. 

ბოდიშს ვიხდი ჩემი კარნახით წერს ჩემი თურქი ქართველი მეგობარი. არ მინდა ვინმემ ჩემი ხელწერა იცნოს. ჩემს სახელსაც იმიტომ არ ვახსენებ და არც ჩემებს, რადგან შეიძლება უშიშროება ჩემზე მუშაობდეს. მე გავიგე, რომ მათ ეჭვები აქვთ, რომ არ დავკარგულვარ. ყველა მომიკითხე. ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით ყველას. ეს სასწრაფოა. ბანკის ნომერი ამოიწერე და წერილი დაწვი. როცა დავრწმუნდები არ მითვალთვალებენ, ყველას დაგიკავშირდებით. მხოლოდ ეს მაქვს პრობლემა, დანარჩენი კარგად ეწყობა. 10 დღეში ჯარში წავალ, თუ ეს თანხა გადავიხადე“.

დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა.

ოჯახის ინფორმაციით, 1 წლის წინ დაკარგული შვილის, გიორგი ნანიტაშვილის, სახელით სულ 4 წერილი მიიღეს. ნანიტაშვილების ოჯახს ეჭვი პირველი წერილის მიღების შემდეგ შეეპარა და საგამოძიებო უწყებას მიმართა.



ავტორი: Mediamall.ge