კანადამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა
ამობეჭდვა · 2017-11-04 13:00:00 · 124 ნახვა

კანადამ ეკონომიკური სანქციები შემოიღო რუსეთის 30 მოქალაქის, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინის წინააღმდეგ.

ცნობების თანახმად, სანქციები უკავშირდება სერგეი მაგნიტსკის კანონის კანადურ ვერსიას. დამსჯელი ზომები მიმართულია მოსამართლე სერგეი პოდოპრიგოროვის წინააღმდეგაც - 2008 წელს ამ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება იურისტ სერგეი მაგნიტსკის დაკავების შესახებ.

სანქცირებულებს კანადაში დაუბლოკავენ ყველა საბანკო ანგარიშს და უარს ეტყვიან პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე. 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა "მაგნიტსკის აქტი“ - დოკუმენტს ასე უწოდეს მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში 2009 წელს გარდაცვლილი იურისტის ხსოვნის პატივსაცემად. მაგნიტსკი დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად. აშშ-ის „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. „მაგნიტსკის კანონის“ ვერსიები არსებობს როგორც კანადაში, ისე დიდ ბრიტანეთში.

წყარო - რადიო თავისუფლება



ავტორი: MediaMall.ge