კოსმოსში ძაღლ ლაიკას გაშვებიდან 60 წელი შესრულდა
ამობეჭდვა · 2017-11-04 13:30:00 · 158 ნახვა

3 ნოემბერს 60 წელი შესრულდა კოსმოსში პირველი ცოცხალი არსების, ძაღლ ლაიკას გაშვებიდან. საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს გაუშვა კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა. ეს კოსმოსური მისია ერთ თვეში მოჰყვა კოსმოსში ასევე საბჭოთა კავშირის მიერ პირველი ხელოვნური თანამგზავრის  გაშვებას.

ლაიკა უკან არ დაბრუნებულა: გაიგუდა კოსმოსური ხომალდის აფრენიდან ექვს საათში. მეცნიერებს არც დაუგეგმავთ ძაღლის დედამიწაზე ჩამოყვანა, რადგან ტექნიკა მაშინ არ იძლეოდა ასეთ შესაძლებლობას. ორბიტაზე ლაიკას გაშვებით დამტკიცდა, რომ ცოცხალი არსება უძლებს უწონადობას და შეუძლია კოსმოსში გაფრენა. ამ ექსპერიმენტის შემდეგ მკვლევრები და კონსტრუქტორები შეუდგნენ მუშაობას ისეთი კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, რომლითაც ორბიტაზე ადამიანის გაგზავნასაც შეძლებდნენ.

წყარო - რადიო თავისუფლება



ავტორი: MediaMall.ge