ავარია, რომლის შედეგადაც მილიონობით ფუტკარი დაიხოცა
ამობეჭდვა · 2017-11-04 12:32:00 · 642 ნახვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც მილიონობით ფუტკარი გადაჰყავდათ ავარიაში მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად, დაახლოებით 2 მილიონ დოლარამდე ღირებულების ფუტკარი დაიხოცა, სატვირთოს მძღოლი კი, სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ტელეარხი FOX-40 ავრცელებს.

ფუტკარი მონტანას შტატიდან კალიფორნიის ხეობაში გადაჰყავდათ, სადაც მწერს ნუშის პლანტაციების დამტვერვა უნდა მოეხდინა.

 


 



ავტორი: MediaMall.ge