სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
ამობეჭდვა · 2017-11-04 14:35:00 · 160 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. ადგილზე უკვე მუშაობს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრე-მაშველები უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 



ავტორი: MediaMall.ge