"ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
ამობეჭდვა · 2017-11-04 15:02:00 · 138 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომლითაც ცესკო-მ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივრის დასაბუთებაში ორ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც 21 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ ასახა ამომრჩევლის ნება.

მისივე თქმით, ცესკო არ მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე და იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

"ჩვენ დღეს, როგორც ეს კანონით დადგენილი ვადებითაა გათვალისწინებული, ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ ცესკოს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რათა საბოლოო ჯამში, მივიღოთ ის შედეგი, რაც რეალურად ამ არჩევნების შედეგებს გააუქმებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 



ავტორი: MediaMall.ge