საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
ამობეჭდვა · 2017-11-04 15:34:00 · 1277 ნახვა

ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. 

დაშავებულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაიყვანეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სასწრაფო დახმარებამ რამდენიმე პირს ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.



ავტორი: MediaMall.ge