ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 2017-11-04 15:41:00 · 140 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - "112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩნდა ხანძარი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.

მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი".



ავტორი: MediaMall.ge