სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-04 18:30:00 · 111 ნახვა

თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

დაკავებულთა შორის საქართველოსა თურქეთის მოქალაქეები არიან. 

თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ. 

ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.



ავტორი: MediaMall.ge