წალენჯიხაში ხანძარია
ამობეჭდვა · 2017-11-04 18:55:58 · 162 ნახვა

წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. 

წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა. 

ხანძრისას არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.



ავტორი: Mediamall.ge