„მეგის ქარდავამ ჩვენებების მიცემა დაიწყო და ხელი ნიკა გვარამიას დაადო“ - ლადო სადღობელაშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-04 19:05:01 · 11692 ნახვა

“ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი უკრაინაში დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანზე, მეგის ქარდავაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ყურადღება! როგორც სარწმუნო წყარომ მაცნობა უკრაინაში დაკავებულმა მეგის ქარდავამ ჩვენებების მიცემა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვისაც ხელი დაადო მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიაა. მეგის ქარდავას ჩვენებებით ირკვევა, რომ დაკავებულების წამებისა და გაუპატიურების ბრძანება უშუალოდ მაშინდელი პროკურორის მოადგილე გვარამიასგან მოდიოდა.საუბარია ათობით საქმეზე, როდესაც დაკავებულების გამოტეხვის მიზნით მათი წამება ხორციელდებოდა!“ - წერს ლადო სადღობელაშვილი.



ავტორი: Mediamall.ge