ვიეტნამს ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-04 19:37:34 · 227 ნახვა

ვიეტნამს ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს უტევს. არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, შტორმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარმა 20-ზე სახლი გაანადგურა, ათასზე მეტ შენობას კი სახურავი ახადა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

მეტეოროლოგების ცნობით, ტაიფუნის მარშრუტში შედის ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი დანანგიც, რომელიც მომავალ კვირაში აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს.



ავტორი: Mediamall.ge