ნიკა გვარამიას “ქართული მარშის“ წევრებმა ტელევიზიასთან ქათამი მიუყვანეს
ამობეჭდვა · 2017-11-04 21:27:10 · 2610 ნახვა

“ქართული მარშის“  წევრებმა რუსთავი2-ის ეზოში ქათამი გაუშვეს. მათი თქმით, ფრინველი ნიკა გვარამიას მიუყვანეს.

“რუსთავი 2“-თან ამ წუთებში “ქართული მარშის“ ახალგაზრდული ფრთის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტელევიზიის მხრიდან, ლგბტ თემის პროპაგანდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ტელევიზიის წინ სირცხვილის კორიდორის მოწყობას, ლგბტ დროშის დაწვას და რამდენიმე პერფორმანსის გამართვას აპირბენ.

ამ დროისთვის აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია



ავტორი: Mediamall.ge