„რუსთავი 2“-თან გამართულ “ქართული მარშის“ აქციაზე სულ 4 პირია დაკავებული
ამობეჭდვა · 2017-11-04 22:30:31 · 464 ნახვა

„რუსთავი 2“-თან გამართულ “ქართული მარშის“ აქციაზე, ამ დროისთვის დაკავებულთა რაოდენობამ ოთხს მიაღწია.

მანამდე ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მაშხალების სროლის გამო პოლიციამ ორი პირი - ალექსანდრე დევდარიანი და ირაკლი დოლენჯაშვილი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების აყვანისას აქციის სხვა მონაწილეებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

ქართული მარშის წევრებმა "რუსთავი 2"-ს შენობიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. 

ამ დროისთვის "რუსთავი 2"-თან ქართული მარშის წევრები აღარ იმყოფებიან, თუმცა ადგილზე მაინც მობილიზებულია პოლიცია და ისინი ტელევიზიის პერიმეტრს იცავენ.



ავტორი: Mediamall.ge