„ყველამ გულზე ჯვარი დაიკიდოს, ეს იქნება სოლიდარობაც, თანადგომაც და ღვთისკენ სავალი გზა“
ამობეჭდვა · 2017-11-04 22:42:04 · 5368 ნახვა

ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და ზოგადად, ლგბტ თემთან დაკავშირებულ საკითზე “ალიასთან“  ახალგაზრდა მსახიობმა  გიორგი  გილიგაშვილმა ისაუბრა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ფრაზით “ჩემმა მზემ“ გახდა პოპულარული.

ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის ირგვლივ, “პრაიმ შოუში“ თქვენი  პოზიცია ნაწილობრივ კი დააფიქსირეთ, თუმცა როგორც ჩანს, საკმარისი დრო არ გქონდათ აზრის ვრცლად გამოსახატად. ახლა რომ მითხრათ, როგორია თქვენი პოზიცია ზოგადად ლგბტ საკითხებთან, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით?

- ამ შემთხვევაში, თქვენ თუ გაიგეთ იმ გადაცემაში ჩემი ნათქვამიდან ჩემი დამოკიდებულება?

- სუსტი არ უნდა დაჩაგრო.

- დიახ და კიდევ რა გაიგეთ?

- ბევრი არაფერი, სულ სამწუთიანი ჩანაწერია და ამიტომ გეკითხებით ახლა, რომ იქნებ უფრო ვრცლადმითხრათ თქვენი შეხედულებების შესახებ?

- გულწრფელი ვარ და გეუბნებით - შემინდოს უფალმა მე ცოდვილს და მე ახლა უცბად ვიწყებ საუბარს, რომ შენხარ ამ ცოდვით დაავადებული, შენ კი ამ ცოდვით... ჩემი სარწმუნოება არის ყველაზე მართალი, ტოლერანტული, ყველაზე შემწყნარებელი და ყველაზე სიყვარულით სავსე - თავად სიყვარული არსია არსისა. აქედან გამომდინარე, თუ მე გესაუბრებით სარწმუნოების პათოსით, გეტყვით, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, განიკითხოს. „არ განიკითხო და არ განიკითხები“  და თუ ვინმეს ამ შემთხვევაში  უნდა, რომ სუსტი არ დაიჩაგროს და ამის გამოხატვა უნდა - მე ნებისმიერ  უმცირესობებს  ვგულისხმობ, არამხოლოდ მათ – გეუბნებით,  ყველამ გულზე ჯვარი დაიკიდოს, ეს იქნება  სოლიდარობაც,  თანადგომაც და ღვთისკენ სავალი გზა.  ეს ახალი სიმბოლიკები, რაც იქმნება დროთა განმავლობაში, არის წარმავალი სიმბოლიკები. ჯვარი უფლისა, კიდევ გეუბნებით, არის ის, რაცუკვდავყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმეს უნდა, სიკეთეს გამოუცხადოს სოლიდარობა, მე სიკეთეს და სიყვარულს ვქადაგებო,  მაგრამ ის უკვე ფარისევლობა იქნება, თუკი  ერთს  გამოხატავ  და  მეორეს აკეთებ.  ჩემი ცხოვრების კრედო ათი მცნებაა,  მე ვამბობ, რომ ქრისტესი ვარ,  დიდება მის  სახელს და ჩათვალეთ, ათი მცნება არის ჩემი მრწამსი.  ყველამ თვითონ იცოდეს, მე თავად ვეცდები  საკუთარ თავში გავერკვე – ამ ათ მცნებას ჩემი ცხოვრების წესი ეთანხმება?  ან მე მსურს, რომ  ვეთანხმებოდე ათი მცნების კანონებს? კანონები, რომლებიც არისიმისათვის, როგორ დარჩეს ადამიანად და რომ არ გააცხოველოს ამ ცხოველურმა სამყარომ.

 

 



ავტორი: Mediamall.ge