ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა დანაშაული გახშირდა
ამობეჭდვა · 2017-11-05 08:40:07 · 209 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, 2017 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 16 დანაშაულია დაფიქსირებული, ამის შესახებ ინფორმაციას Apsny.ru, დე-ფაქტო ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.

„იკვეთება არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულებრივი დაჯგუფებების შექმნის ტენდენცია. სოხუმში 2 ასეთი დაჯგუფება გამოვააშკარავეთ“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე დენის ტანია.

მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანთა განყოფილებებში აღრიცხვაზე 74 მოზარდია, ძირითადად, რთული ფინანსური მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან, კიდევ 157 მოზარდზე განგაშის სიგნალია მიღებული ოკუპირებული რეგიონის სამი რაიონიდან: გუდუთა, სოხუმი, გალი. დე-ფაქტო ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს.



ავტორი: Mediamall.ge