საუდის არაბეთში, კორუფციის ბრალდებით, 11 პრინცი და 4 მინისტრი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-05 08:56:52 · 513 ნახვა

საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი და 4 მინისტრი დააკავეს. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წევრებს იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. 

ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. 

მედიის ინფორმაციით, პრინცები მას შემდეგ აიყვანეს, რაც, მეფის ბრძანებით, კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესი კომიტეტი შექმნეს. 

 



ავტორი: Mediamall.ge