ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-05 09:26:27 · 145 ნახვა

ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. 22 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, მათგან 12 სატვირთო გემების ეკიპაჟის წევრები არიან. ეს გემები ბინდინის პროვინციასთან ჩაიძირა. 

ქარიშხალმა 600=მდე სახლი დაანგრია და დაახლოებით 40 ათასი კი დააზიანა.

ვიტნამში ტაიფუნი გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიეტნამში ბოლო 16 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყო.



ავტორი: Mediamall.ge